Thursday, July 12, 2012

მის მსოფლიო 2012




წელს "მის მსოფლიო 2012" შედარებით ადრე, 18 აგვისტოს გაიმართება ჩინეთში. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს არ ჰყავს ახალი მის საქართველო, კონკუსზე ჩვენს ქვეყანას 2011 წლის ვიცე - მის საქართველო - სალომე ხომერიკი წარადგენს.
სალომე 20 წლისაა, 179 სმ. ჩვენ ტრადიციულად ფეისბუქზე გავაკეთეთ საქართველოს მხარდასაჭერი გვერდი, სადაც მოგაწვდით სხვადასხვა ინფორმაციას. "მის მსოფლიო 2012" - საქართველოს ფან-გვერდი ფეისბუქზე.
გასულ წელს ჩვენ შემოგთავაზეთ პირდაპირი ეთერი მის მსოფლიოს დაჯილდოვებიდან. წელს პირდაპირ ეთერზე  "სტუდია მიქსი" იზრუნებს!

Tuesday, July 3, 2012

Golden Butterfly 2012

2012 წლის 1 ივნისს, ევროპულ სკოლაში გაიმართა საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ფესტივალის - "ოქროს პეპელა 2012"-ის დაჯილდოვების ცერემონიალი. ფესტივალში მონაწილეობდა ჩვენი ფილმი "La Femme En Noir". ფილმს წარადგენდა მისივე ავტორი და რეჟისორი - კახა აბუაშვილი. ფილმს გადაეცა პრიზი ნომინაციაში - "წლის დებიუტი".

განცხადება!

როგორც გახსოვთ, ჩვენ ჩავატარეთ ფოტო-კონკურსი, სადაც გამარჯვება ანა ჯაყელმა მოიპოვა და ის გახდა სტუდიის სახე. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ ვერ ვახერხებთ განვახორციელოთ ჩვენი იდეები, მაგრამ სულ მალე გვექნება გრანდიოზული პროექტები, სადაც კონკურსის თითქმის ყველა მონაწილე ჩაერთვება! ჩვენ სექტემბრიდან ვიმუშავებთ სრული დატვირთვით და გამარჯვებულის ფოტოებსაც შემოგთავაზებთ, რომელსაც ჩვენი ფოტოგრაფი გადაუღებს!

P.S. ჩვენ არც ახლა ვწყვეტთ მუშაობას და თუ დაგჭირდებათ დახმარება რაიმე სახის ღონისძიების ორგანიზებასში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 598438809

წარმატებულ და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!